მარიამობისთვის
მცხუნვარე მზე ანათებს.
ირგვლივ სუნთქვა ეკვრის
ყველას. ჩრდილს ეძებენ, რომ ოდნავ მაინც იგრძნონ შვება
და მზით ალანძული
სხეული გაიგრილონ.
აი, გამოჩნდა
უზარმაზარი ცადაწვდილი თელები, რომელნიც ამაყად დგანან ზეაგმართულნი.
დიდი სიხარული დაეუფლათ
სიცხით შეწუხებულებს და გააბეს მასლაათი.
წვიმას ნატრობენ, ჟუჟუნა
წვიმას, ბუნების მაცოცხლებელს, მაგრამ ამაოდ... გაწბილებულნი ბრუნდებიან
შინ. დასიცხულნი, დამტვერილნი,
ღონემიხდილნი ეყრებიან სასთუმალზე
და ღრმა ძილს ეძლევიან.
სიზმრად
მეხთატეხა ეზმანებათ , ქლიავისფერ ჩაკუპრულ
ცაზე ელვა იკლაკნება ,
წვიმის წვეთებით ინამება
სარკმელი, ჭექა- ქუხილის ხმა ისმის და ეს ხმა სადღაც, უსასრულო
მთებში იკარგება.
ცა გაწითლებულია ტანკების
და ქვემეხების გრუხუნით.
ომია... ომი...
არა, ეს ომი არ არის,
ეს ქუხილია წვიმის
მომასწავებელი. წვიმისა, რომელსაც
ასე ნატრობდნენ სიცხით
შეწუხებული ადამიანები.
თენდება...
ირგვლივ იღვიძებს
ყოველივე. სიზმარი ცხადდება.
სიკვდილის შიში ეუფლება ყველას.
შემზარავ, შავბნელ სიკვდილს თვალებში
ჩაჰყურებენ. ძარღვებში სისხლი
ეყინებათ და საფრთხის
მოახლოებას გრძნობენ...
უდანაშაულო სისხლი
უკვე დაიღვარა, უცოდველი
კრავებივით დააკლეს სამშობლოს
სამსხვერპლოს დევგმირი ვაჟკაცები,
რომელთა სისხლიც ერთიანობის
ეროვნულ დუღაბად იქცა.
მე ვიცი, რომ არაფერი
არ ვიცი, სხვამ ესეც
არ იცის. ზოგი რამ ჯობია უთქმელი
დავტოვო, თუმცა ერთ რამეს მაინც ვიტყვი,
ასეთ დროს მე მინდა გავხდე
ჯურნალისტი.





tu sheizleba gavigo vis ekutvnis es potoebi
ReplyDelete