Wednesday, October 23, 2013

მოგონება

   
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა პეპლები...
   
  პეპლები სინაზის, სინატიფის  სიმბოლო. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, ვიხსენებ სწორედ ბავშვობის მოგონებებს,
რომელიც ტკბილად  მახსენდება და მსურს ცოტახნიტ მაინც დავბრუნდე  წარსულში, როცა ბავშვური სილაღით აღვიქვამდი ირგვლივ ყოველივეს...
როცა ვოცნებობდი დიდი ვყოფილიყავი, რათა  შემძლებოდა ოცნებების ასრულება...იმის კეთება, რაც  თავად  მსურდა, დამოუკიდებლობა, თვითგადარჩენისთვის  ბრძოლა, ჩემი მცირეოდენი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
     ახლა გავიზარდე და შესბამისად შემეცვალა აზროვნება, სამყაროს რეალურად აღქმა დავიწყე. დანარჩენი ის, რაც იყო უწინ, მხოლოდ მოგონებაა...ზღაპრული მოგონება  და სხვა არაფერი, რომელში დაბრუნებასაც ვეღარ შევძლებ, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად.
     მოგონება...
     ბავშვობის  ტკბილი მოგონება...
     ფიქრების კორიანტელი.... და  კვლავაც მოგონება...
   

Friday, October 11, 2013

სიზმარი ცხადში

                მარიამობისთვის  მცხუნვარე  მზე  ანათებს. ირგვლივ  სუნთქვა  ეკვრის  ყველას.  ჩრდილს  ეძებენ,  რომ  ოდნავ  მაინც  იგრძნონ  შვება   და  მზით  ალანძული  სხეული  გაიგრილონ.
     აი,  გამოჩნდა   უზარმაზარი   ცადაწვდილი   თელები, რომელნიც  ამაყად  დგანან  ზეაგმართულნი. დიდი  სიხარული   დაეუფლათ  სიცხით  შეწუხებულებს  და  გააბეს  მასლაათი.  წვიმას  ნატრობენ,  ჟუჟუნა  წვიმას,  ბუნების  მაცოცხლებელს, მაგრამ   ამაოდ... გაწბილებულნი   ბრუნდებიან  შინ.  დასიცხულნი,  დამტვერილნი,  ღონემიხდილნი  ეყრებიან  სასთუმალზე   და   ღრმა  ძილს  ეძლევიან.
     სიზმრად  მეხთატეხა  ეზმანებათ , ქლიავისფერ   ჩაკუპრულ  ცაზე   ელვა  იკლაკნება ,  წვიმის  წვეთებით  ინამება  სარკმელი,  ჭექა- ქუხილის  ხმა  ისმის  და  ეს  ხმა  სადღაც,   უსასრულო  მთებში  იკარგება.
          ცა    გაწითლებულია   ტანკების   და   ქვემეხების   გრუხუნით.
               ომია...         ომი...
    არა, ეს  ომი  არ   არის,  ეს  ქუხილია   წვიმის   მომასწავებელი. წვიმისა,  რომელსაც  ასე   ნატრობდნენ  სიცხით  შეწუხებული  ადამიანები.
   თენდება...
  ირგვლივ  იღვიძებს  ყოველივე.  სიზმარი  ცხადდება.
  ომია...    ომი...
  სიკვდილის  შიში  ეუფლება  ყველას.  შემზარავ,  შავბნელ  სიკვდილს  თვალებში  ჩაჰყურებენ.  ძარღვებში  სისხლი  ეყინებათ  და  საფრთხის  მოახლოებას   გრძნობენ...
     კოჭლმა  ძაღლმა  გადაკვეთა  ქუჩა,  რუსულმა  თვითმფრინავებმა  დაბომბეს  გორი.
    
   უდანაშაულო სისხლი  უკვე  დაიღვარა,  უცოდველი  კრავებივით  დააკლეს  სამშობლოს  სამსხვერპლოს  დევგმირი   ვაჟკაცები,  რომელთა   სისხლიც  ერთიანობის  ეროვნულ  დუღაბად  იქცა.
   მე  ვიცი,  რომ  არაფერი  არ  ვიცი, სხვამ   ესეც   არ  იცის. ზოგი  რამ  ჯობია  უთქმელი  დავტოვო, თუმცა   ერთ  რამეს  მაინც   ვიტყვი,  ასეთ  დროს  მე  მინდა  გავხდე  ჯურნალისტი.

   

Tuesday, October 8, 2013

ერთი დღე...

ერთ დღეს შეიძინა კაცმა თავისთვის ახალი სახლი დიდი და ლამაზი ,რომელსაც არნახული სილამაზის ბაღი ქონდა. მეზობლად ძველ უბადრუკ სახლში ცხოვრობდა ბოროტი, შურიანი მოხუცი რომელიც ყოველდღიურად ცდილობდა ახალი მეზობლისთვის ხასიათი გაეფუჭებინა: ხან ნაგავს დაუყრიდა ჭიშკართან ხან რაიმე სხვა სისაძაგლეს მოიგონებდა. ერთ დილას გამოდის აივანზე კეთილი კაცი და ხედავს ნარჩენებით , ნაგვით სავსე კალათასმშვიდად გაასუფთავა კალათა გააპრიალა და გაავსო ყველაზე საუკეთესო ,მწიფე და წითელ წითელი ვაშლებით თავისი მშვენიერი ბაღიდან და გულღრძო მეზობლისკენ გაეშურა. კარზე კაკუნის ხმა რომ შემოესმა ბოროტ კაცს გაუხარდა ,იფიქრა როგორც იქნა გავამწარე მეზობელიო , კარი გააღო მოსალოდნელი ჩხუბის და დავიდარაბის იმედად მაგრამ ამ დროს სტუმარმა ვაშლებით სავსე კალათა მიაწოდა და უთხრა – ” ვინც რითია მდიდარი იმას უნაწილებს სხვასო”

ადამიანი, რწმენა და ბედნიერება...

ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, თუ მას არა აქვს რწმენა. ვერავითარი მატერიალური სიმდიდრე ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რაც არსებობს ადამიანში, როცა მასში არ არის ღმერთი. ადამიანს აქვს მრავალი მისწრაფება. იგი ცდილობს მიიღოს განათლება, ცოდნა... მაგრამ ეს არ კმარა... ამით იგი ბოლომდე ბედნიერი მაინც ვერ იქნება. თვითონაც გრძნობას ამას... გრძნობს, რომ რაღაც სხვა სჭირდება და ეძიებს ამ სხვას... ცდილობს, უზრუნველყოფილი იყოს მატერიალურად, ჰყავდეს ოჯახი, შვილები, ნათესავები, მეგობრები... ჰქონდეს კარგი, კეთილმოწყობილი სახლი... მაგრამ როდესაც აღწევს ყველაფერ ამას, ხედავს, რომ არც ეს ყოფილა მთავარი... ამაში არ ყოფილა ბედნიერება. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა სხვადასხვა გზით ეძიებს ბედნიერებას... ზოგი პოულობს, ზოგი კი - ვერა. რა არის ამის მიზეზი? საქმე ის არის, რომ ადამიანს უსათუოდ სჭირდება ღვთის რწმენა. თუ მას არ უყვარს ღმერთი... უფრო ზუსტად, ღმერთი და ადამიანი, იგი ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა და სიყვარული.

ქუჩის კუთხეში ხელგაწვდილი ბავშვი

ბავშვის ხელები ბინძური და ჭუჭყიანი იყო მაშინ....მისი თვალები ამღვრეულ მდინარეს ჰგავდა, რომელიც ბევრ ცოდვას ინახავს,ქუჩის კუთხეში ხელგაწვდილი იჯდა და ხურდა ფულს აგროვებდა,რომელიც მის ხელში საოცრად ბზინვარებდა.მას თვალები ზევით ცაში ჰქონდა აპყრობილი,სადაც ბეღურა ჩიტები კამარას ჰკრავდნენ, ხოლო ხელი, სიბინძურისკენ ჰქონდა გაწვდილი, სადაც მხოლოდ ფულის მონები ცხოვრობენ...

იაპონელებმა ახალი სათვალე გამოიგონეს

იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს სათვალე, რომლის წყალობითაც ადამიანი ნაკლებ საჭმელს სჯერდება. ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ სათვალის ერთ-ერთი ნაირსახეობა,

რომელიც ულუფას 50%-ით „ადიდებს“ და თანაც ისე, რომ ხელებისა და თეფშის ზომა არ იცვლება, ადამიანი ათი პროცენტით ნაკლებ ულუფას მიირთმევს. სათვალეს მოყვება მოწყობილობაც, რომელიც ყნოსვასაც ატყუებს.

როგორც კი სათვალეში ჩამონტაჟებულ ეკრანზე კერძი გამოჩნდება, სათვალე სხვადასხვა პროდუქტის სუნს გამოსცემს. შესაბამისად ადამიანმა შესაძლოა დიეტური პროდუქტი მიირთვას, მაგრამ სათვალის მიერ შექმნილი ილუზიის წყალობით უდიდესი სიამოვნება განიცადოს.

სათვალის კიდევ ერთი „კოზირი“ ლინზებია, რომლებიც საკვებს ლუჯ ფერს სძენენ. სპეციალისტებს ეს ფერი შემთხვევით არ აურჩევიათ, მიიჩნევა, რომ ლურჯ კერძს მიმზიდველობას უკარგავს და მადას აქვეითებს.

დრო

ვდგავარ ერთ პატარა ქუჩაზე სადაც ცხოვრებას დიდი ხანია დასძინებია. ვდგავარ ჩემთვის, ჩუმად და აუღელვებლად, მაგრამ ოცნება არ მანებებს თავს და სულ კუდში დამყვება. ვდგავარ ჩემთვის და ვიყურები მეზობელი სახლებისკენ. გაიარა ერთმა, გაიარა მეორემ.ქუჩის ბოლოში მჯდარმა მათხოვარმაც კი აალაგა თავისი მცირედი ბარგი და ჩაუყვა მოწყენილ, მოჟამულ ქუჩას. ერთი კი ჩამიღიმა, მაგრამ რა გაიფიქრა ვერ მივხვდი, რადგან რაღაც ჩუმი წყენა ჩაჰყოლია გულში გამვლელებისაგან. ახლა სიომ ჩამიარა და ისიც კი უკმაყოფილო იყო ცხოვრებით. ბიჭბუჭებმა დიდი ხანია ჩაიარეს დაღმართი და მეც ველოდები მათგან მონაბერ ნიავს. იქნებ გაახსენდეთ, რომ მე აქ ვდგავარ და უკანასკნელად შემომხედონ, გამიღიმონ და ძველი წყენა დაივიწყონ. იმ ძველმა სიყვარულმაც კი ჩამიარა და სუნთქვა შეწყვიტაო თითქოს ჩვენი ნაცნობი მელოდია, რომ გაიგო. - გიყვარს?-მეკითხება სიო და პასუხი ვერ გამიცია. რამ გამაქვავა ისიც ვერ გავიგე. ბეთჰოვენის ჰანგებში ჩაძირულმა, უკანასკნელად შევხედე გაზაფხულის ჩამავალ მზეს და მასთან ერთად თითქოს გავუჩინარდი. გავიდა წამები სიბნელემ დაისადგურა და ქუჩაზე ლამპიონებიც აანთეს. ჩააქრე! ჩააქრე! - გაწუხებს? - მკითხა მეეზოვემ. - მაწუხებს? მე უფრო სხვა რამ მაწუხებს. - რა გაწუხებს? - ეგ, რომ ვიცოდე რა მაწუხებს ახლა ცოცხალი ვიქნებოდი. - განა ახლა არა ხარ ცოცხალი? - ეეჰ. გააწუხე რა საქმე, შენ ცხოვრების რა გესმის. - და ვის ესმის როო? - მეც მაგას არ ვჩივი. ჩაიარა ნაწყენმა მეეზოვემაც და თვალი ბრაზით ჩამაყოლა. დღეს რა ყველა ჩემზეა გაბრაზებული. ახლა ფოთოლიც აშრიალდა და მე წავიქეცი თითქოს პირველად ვიდექი ფეხზე. მოსაშველებლად ორი პატარა გოგონა მოვიდა და მორცხვად მკითხეს. - ბიძია მოგეხმარო? წამომაყენეს მორცხვმა გოგონებმა და მარტო დამტოვეს ქუჩაზე. ისე მირბოდნენ, თითქოს დედისთვის უნდა მოეთხროთ, რომ ერთი ბიძია სიკვდილს გადაარჩინეს. ქალაქის ქუჩებში ისევ მიდიან, მოდიან, აივლიან, ჩაივლიან, იღიმიან, იცინიან. ზოგჯერ იციან და ზოგჯერ არ იციან, რომ მე აქ ვდგავარ უკვე დიდი ხანია. მე აქ ვდგავარ და გავყურებ უკვე კარგად ნაცნობ ჰორიზონტს. რას ველოდები? დროს ველოდები, რომ ქარი დაუბერავს და მეც წავალ და დავწერ. რას დავწერ? რას დავწერ და რასაც აქ ვხედავ. ყველაფერს დავწერ. დავწერ, როგორ გამიბრაზდა სიო, ლამპიონი, მათხოვარი, მეეზოვე. ვინ წაიკითხავს? მე ხომ დავწერ და ვინც ამ გზაზე დადგება ყველა წაიკითხავს, რომ გზა გააგრძელოს და აქ აღარ გაჩერდეს. მე ვინა ვარ? შენ, როგორ გგონია ვინ ვარ? მე საუკუნე ვარ, მე ათასწლეული ვარ, მე ათი ათასწლეული ვარ. - მერე კიდე ცოცხალი ხარ? - შენ მკვდარი დრო გინახავს? - არაა. - ხოდა ვერც ნახავ. ჯერ მაგისთვის ძალიან პატარა ხარ. - მე მელოდები? - მე ყველა ადამიანს ველოდები ვინც ჩაივლის და ამოივლის და ყველა, რომ წავა მეც წავალ. - იციი მე შენ მიყვარხარ. - მეც მიყვარხარ ადამიანო. - რატომ ეშინიათ შენი? - იმიტომ, რომ ლაჩრები არიან. შენ გეშინია? - მე არა. მგონი გავგიჟდი, რომ ჩემს თავს ველაპარაკები. მაგრამ ეგ არაფერი. მე აქ ვდგავარ, თქვენ მანდ. ერთმანეთის არ გვესმის, მაგრამ ვგრძნობთ ყველაფერს. მე დრო ვარ. ეს ამვლელჩემვლელნი ადამიანები. მე თქვენ გხედავთ. თქვენ ვერა. მე თქვენ მიყვარხართ, თქვენ არა. რას ვიზამთ, ცხოვრებაა ასეთი.

Monday, October 7, 2013

ცოტა რამ მოდის შესახებ...

მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»… დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსის ესთეტიურ ფორმებზე ზრუნვაც დაიწყო
სად იყო და არის მოდის ცენტრი? რა თქმა უნდა, არა ყველგან
-ალბათ, პარიზში! – გვიპასუხებთ… – თუმცა, მოდა სენის ნაპირზე ნამდვილად არ დაბადებულაიქ მოხვედრამდე მან იტალია, ესპანეთი მოგვიანებით კი ინგლისი გადასერააღსანიშნავია, რომ, მოდას, ოდითგანვე, პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი.. იტალიის წვლილი, მოდის ისტორიის განვითარებაში, რენესანსის ეპოქაზე, ქალაქებისა და სახელმწიფოების აყვავების ხანაზე მოდის.
XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდამოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.
ბურგუნდიაც, განსაკუთრებული ქსოვილის წარმოების მეოხებით, ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. თუმცა, ეს ეპოქაც დასრულდა და ბურგუნდია ესპანეთმა ჩაანცვლა. იმ პერიოდში გამეფებულმა შავმა ფერმა, ქვეყნის მმართველთა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. 1600 წლის შემდეგ, ესპანეთის პოლიტიკური ჰეგემონია, შეირყა. სიმძიმის ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსე პარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში, რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო».
XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტილონდონი, გაჩნდაკონკურენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ, ერთ-ერთი გერმანელი მწერლის, 1768 წელს გაკეთებულ ჩანაწერში ვაწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანგლომანიით «შეპყრობილი», ყველაზე მეტად, სწორედ, პარიზი ყოფილაინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. სპორტული პალტო და სამოსი წვიმიანი ამინდისთვის, მაგალითად, იყო და რჩება ბრიტანულ «კუთვნილებად» მოდაში. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორიმადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ «ინგლისელები პარიზში»…
პარიზის გეოგრაფიული მდებარეობა, ტექსტილის წარმოების განვითარებული ტექნიკა და გამოცდილი მკერავების პროფესიონალიზმი, მოდის ცენტრის სიძლიერეს და წარმატების საიდუმლოს წარმოადგენდა.
ასე იქცა თავისუფალი და მსუბუქი პარიზი მსოფლიო მოდის ცენტრად იქცაცენტრად, სადაც, დღემდე, არა ერთი სიახლე თუ ექსცენტირული იდეა იბადებაამ იდეებს კი მსოფლიო იტაცებსრიგ შემთხვევაში, განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ქმნის და მოდის მოყვარულებს ახალი სახითაც წარმოუდგენს ხოლმე