tavisufali blogi
Sunday, December 1, 2013
Thursday, November 7, 2013
წიგნის როლი გლობალიზაციის ეპოქაში !
რაც დრო გადის,სულ უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია წიგნის როლის შესახებ.
ბავშვები მთელ დღეს კომპიუტერთან და ტელევიზორის ეკრანთან ატარებენ, წიგნისკენ გახედვაც აღარ უნდათ.
თითქმის ყოველდღიურად ჩნედება ახალ-ახალი გასართობები, რომლებიც მთლიანად იპყრობენ მოზარდი თაობის ყურადღებას.
თვდაპირველად კინომ და ტელევიზიამ მიიპყრო ახალგაზრდების ყურადღება, შემდეგ იგი ინტერნეტმა და კომპიუტერმა შეცვალა.
ყოველი ახალი ტექნოლოგიის შექმნა მნიშვნელოვნად აკნინებს წიგნის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.შეიძლება ითქვას,რომ სულიერება და წიგნი, როგორც ერთმანეთისგან განუყრელი ფენომენი,გლობალიზაციის ეპოქაში საფრთხის წინაშე დადგა.
წიგნს ვერაფრით შეცვლი, იგი ფრთებს ასხამს ფანტაზიას. შესაძლოა ეს ყველაფერი: კომპიუტერი, კინო, ტელევიზორი და ა.შ საინერესოა, მაგრამ არაფერი საერთო არ აქვს ფანტაზიასთან.
წიგნთან პირისპირ დარჩენილი ბავშვი კი თავისი უმანკო სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს.
ბავშვური ფანტაზია დაუშრეტელია, მის გარეშე კაცობრიობა გაღატაკდებოდა. ოდესმე , რაც სამყაროში აღსრულებულა თავდაპირველად ადამიანის წარმოსახვაში დაბადებულა. ხვალინდელი სამყაროს ბედი კი ჩვენზე, მომავალ თაობებზეა დამოკიდებული. ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ ის საფრთხე, რაც ჩვენს წინაშე მთელი სერიოზულობით დადგა. მისი გადალახვა კი მხოლოდ წიგნის მეშვეობითაა სესაძლებელი. ჩვენი ვალია, წიგნს დავუბრუნოთ ძველი ფუნქცია,რათა საზოგადოება არ გადაგვარდეს.

Wednesday, October 23, 2013
მოგონება
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა პეპლები...
პეპლები სინაზის, სინატიფის სიმბოლო. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, ვიხსენებ სწორედ ბავშვობის მოგონებებს,
რომელიც ტკბილად მახსენდება და მსურს ცოტახნიტ მაინც დავბრუნდე წარსულში, როცა ბავშვური სილაღით აღვიქვამდი ირგვლივ ყოველივეს...
როცა ვოცნებობდი დიდი ვყოფილიყავი, რათა შემძლებოდა ოცნებების ასრულება...იმის კეთება, რაც თავად მსურდა, დამოუკიდებლობა, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, ჩემი მცირეოდენი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ახლა გავიზარდე და შესბამისად შემეცვალა აზროვნება, სამყაროს რეალურად აღქმა დავიწყე. დანარჩენი ის, რაც იყო უწინ, მხოლოდ მოგონებაა...ზღაპრული მოგონება და სხვა არაფერი, რომელში დაბრუნებასაც ვეღარ შევძლებ, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად.
მოგონება...
ბავშვობის ტკბილი მოგონება...
ფიქრების კორიანტელი.... და კვლავაც მოგონება...
Friday, October 11, 2013
სიზმარი ცხადში
მარიამობისთვის
მცხუნვარე მზე ანათებს.
ირგვლივ სუნთქვა ეკვრის
ყველას. ჩრდილს ეძებენ, რომ ოდნავ მაინც იგრძნონ შვება
და მზით ალანძული
სხეული გაიგრილონ.
აი, გამოჩნდა
უზარმაზარი ცადაწვდილი თელები, რომელნიც ამაყად დგანან ზეაგმართულნი.
დიდი სიხარული დაეუფლათ
სიცხით შეწუხებულებს და გააბეს მასლაათი.
წვიმას ნატრობენ, ჟუჟუნა
წვიმას, ბუნების მაცოცხლებელს, მაგრამ ამაოდ... გაწბილებულნი ბრუნდებიან
შინ. დასიცხულნი, დამტვერილნი,
ღონემიხდილნი ეყრებიან სასთუმალზე
და ღრმა ძილს ეძლევიან.
სიზმრად
მეხთატეხა ეზმანებათ , ქლიავისფერ ჩაკუპრულ
ცაზე ელვა იკლაკნება ,
წვიმის წვეთებით ინამება
სარკმელი, ჭექა- ქუხილის ხმა ისმის და ეს ხმა სადღაც, უსასრულო
მთებში იკარგება.
ცა გაწითლებულია ტანკების
და ქვემეხების გრუხუნით.
ომია... ომი...
არა, ეს ომი არ არის,
ეს ქუხილია წვიმის
მომასწავებელი. წვიმისა, რომელსაც
ასე ნატრობდნენ სიცხით
შეწუხებული ადამიანები.
თენდება...
ირგვლივ იღვიძებს
ყოველივე. სიზმარი ცხადდება.
სიკვდილის შიში ეუფლება ყველას.
შემზარავ, შავბნელ სიკვდილს თვალებში
ჩაჰყურებენ. ძარღვებში სისხლი
ეყინებათ და საფრთხის
მოახლოებას გრძნობენ...
უდანაშაულო სისხლი
უკვე დაიღვარა, უცოდველი
კრავებივით დააკლეს სამშობლოს
სამსხვერპლოს დევგმირი ვაჟკაცები,
რომელთა სისხლიც ერთიანობის
ეროვნულ დუღაბად იქცა.
მე ვიცი, რომ არაფერი
არ ვიცი, სხვამ ესეც
არ იცის. ზოგი რამ ჯობია უთქმელი
დავტოვო, თუმცა ერთ რამეს მაინც ვიტყვი,
ასეთ დროს მე მინდა გავხდე
ჯურნალისტი.
Tuesday, October 8, 2013
ერთი დღე...
ერთ დღეს შეიძინა კაცმა თავისთვის ახალი სახლი დიდი და ლამაზი ,რომელსაც არნახული სილამაზის ბაღი ქონდა. მეზობლად ძველ უბადრუკ სახლში ცხოვრობდა ბოროტი, შურიანი მოხუცი რომელიც ყოველდღიურად ცდილობდა ახალი მეზობლისთვის ხასიათი გაეფუჭებინა: ხან ნაგავს დაუყრიდა ჭიშკართან ხან რაიმე სხვა სისაძაგლეს მოიგონებდა. ერთ დილას გამოდის აივანზე კეთილი კაცი და ხედავს ნარჩენებით , ნაგვით სავსე კალათასმშვიდად გაასუფთავა კალათა გააპრიალა და გაავსო ყველაზე საუკეთესო ,მწიფე და წითელ წითელი ვაშლებით თავისი მშვენიერი ბაღიდან და გულღრძო მეზობლისკენ გაეშურა. კარზე კაკუნის ხმა რომ შემოესმა ბოროტ კაცს გაუხარდა ,იფიქრა როგორც იქნა გავამწარე მეზობელიო , კარი გააღო მოსალოდნელი ჩხუბის და დავიდარაბის იმედად მაგრამ ამ დროს სტუმარმა ვაშლებით სავსე კალათა მიაწოდა და უთხრა – ” ვინც რითია მდიდარი იმას უნაწილებს სხვასო”
ადამიანი, რწმენა და ბედნიერება...
ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, თუ მას არა აქვს რწმენა. ვერავითარი მატერიალური სიმდიდრე ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რაც არსებობს ადამიანში, როცა მასში არ არის ღმერთი. ადამიანს აქვს მრავალი მისწრაფება. იგი ცდილობს მიიღოს განათლება, ცოდნა... მაგრამ ეს არ კმარა... ამით იგი ბოლომდე ბედნიერი მაინც ვერ იქნება. თვითონაც გრძნობას ამას... გრძნობს, რომ რაღაც სხვა სჭირდება და ეძიებს ამ სხვას... ცდილობს, უზრუნველყოფილი იყოს მატერიალურად, ჰყავდეს ოჯახი, შვილები, ნათესავები, მეგობრები... ჰქონდეს კარგი, კეთილმოწყობილი სახლი... მაგრამ როდესაც აღწევს ყველაფერ ამას, ხედავს, რომ არც ეს ყოფილა მთავარი... ამაში არ ყოფილა ბედნიერება. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა სხვადასხვა გზით ეძიებს ბედნიერებას... ზოგი პოულობს, ზოგი კი - ვერა. რა არის ამის მიზეზი? საქმე ის არის, რომ ადამიანს უსათუოდ სჭირდება ღვთის რწმენა. თუ მას არ უყვარს ღმერთი... უფრო ზუსტად, ღმერთი და ადამიანი, იგი ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა და სიყვარული.
ქუჩის კუთხეში ხელგაწვდილი ბავშვი
ბავშვის ხელები ბინძური და ჭუჭყიანი იყო მაშინ....მისი თვალები ამღვრეულ მდინარეს ჰგავდა, რომელიც ბევრ ცოდვას ინახავს,ქუჩის კუთხეში ხელგაწვდილი იჯდა და ხურდა ფულს აგროვებდა,რომელიც მის ხელში საოცრად ბზინვარებდა.მას თვალები ზევით ცაში ჰქონდა აპყრობილი,სადაც ბეღურა ჩიტები კამარას ჰკრავდნენ, ხოლო ხელი, სიბინძურისკენ ჰქონდა გაწვდილი, სადაც მხოლოდ ფულის მონები ცხოვრობენ...
Subscribe to:
Comments (Atom)