Thursday, November 7, 2013

წიგნის როლი გლობალიზაციის ეპოქაში !

     რაც დრო გადის,სულ უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია წიგნის  როლის შესახებ.
     ბავშვები მთელ დღეს კომპიუტერთან და ტელევიზორის ეკრანთან ატარებენ, წიგნისკენ გახედვაც აღარ უნდათ.
     თითქმის ყოველდღიურად  ჩნედება ახალ-ახალი გასართობები, რომლებიც მთლიანად იპყრობენ მოზარდი თაობის ყურადღებას.
     თვდაპირველად კინომ  და ტელევიზიამ მიიპყრო ახალგაზრდების ყურადღება, შემდეგ იგი ინტერნეტმა და კომპიუტერმა შეცვალა.
     ყოველი ახალი  ტექნოლოგიის შექმნა მნიშვნელოვნად აკნინებს წიგნის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.შეიძლება ითქვას,რომ სულიერება და წიგნი, როგორც ერთმანეთისგან განუყრელი ფენომენი,გლობალიზაციის ეპოქაში საფრთხის წინაშე დადგა.
      წიგნს ვერაფრით შეცვლი, იგი ფრთებს ასხამს ფანტაზიას. შესაძლოა ეს ყველაფერი: კომპიუტერი, კინო, ტელევიზორი და ა.შ საინერესოა, მაგრამ არაფერი საერთო არ აქვს ფანტაზიასთან.
წიგნთან პირისპირ დარჩენილი  ბავშვი კი თავისი უმანკო სულის სიღრმეში ქმნის  საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს.
      ბავშვური ფანტაზია დაუშრეტელია, მის გარეშე კაცობრიობა გაღატაკდებოდა. ოდესმე , რაც სამყაროში აღსრულებულა თავდაპირველად ადამიანის წარმოსახვაში დაბადებულა. ხვალინდელი სამყაროს ბედი კი ჩვენზე, მომავალ თაობებზეა დამოკიდებული. ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ ის საფრთხე, რაც ჩვენს წინაშე მთელი სერიოზულობით დადგა. მისი გადალახვა კი მხოლოდ წიგნის მეშვეობითაა სესაძლებელი. ჩვენი ვალია, წიგნს დავუბრუნოთ ძველი ფუნქცია,რათა საზოგადოება არ გადაგვარდეს.

No comments:

Post a Comment